ისიამოვნეთ ქართული სუფრის ტრადიციით

იშვიათ ღვინოებთან ერთად ქართველებს მდიდარი კულინარული ტრადიციებიც გვაქვს. ქართული სუფრა დღესასწაულია სიმღერის და სადღეგრძელოების თანხლებით.

გარდა ღვინის დეგუსტაციისა, ჩვენთან მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ახლოს გაეცნონ ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიას, მონაწილეობა მიიღონ ნაცოინალური სადილების მომზადებაში და დააგემოვნონ კერძები ოჯახურ გარემოში.

სოფლის სახლის მყუდრო გარემო, უნიკალური კახური მეთოდით დამზადებული ქვევრის ღვინოები, ოჯახში მოყვანილი ბოსტნეული, უგემრიელესი ქართული-კახური სამზარეულო, თონის პური , ჩურჩხელის მომზადების პროცესზე დასწრება და, სურვილის შემთხვევაში, ყველა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება აუცილებლად დაგაინტერესებთ და სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ. 

სურვილის შემთხვევაში თავად მიიღებთ მონაწილეობას სადილების მომზადებაში, ქვევრის მოხდაში თუ სუფრის გაწყობაში.  ამის წყალობით კი თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში, ნამდვილი თანამონაწილენი გახდებით ამ თქვენთვის უცხო და საინტერესო კულტურის შეცნობაში და მიღებული შთაბეჭდილებები არასდროს დაივიწყებათ.

ბუხრის ოთახის დაჯავშნა


შეკვეთები ტურისტული ბიუროებისაგან ჯგუფებისთვის (სადილი, ვახშამი)

-         -მცირე დეგუსტაცია  (ღვინო, არაყი, პური, ყველი) 15 ლარი  ერთ ადამიანზე

-        -  - ჯგუფის სადილი ან ვახშამი  (10-დან 20-მდე) – 30 ლარი  ერთ ადამიანზე


  დაჯავშნა

ანა ნიკოლაშვილი,  ტელ:  00 995 353 22 3419, მობილური : 00 995 555 68 06 93, ელ.ფოსტა: info@winecellar.ge