აღმოაჩინეთ საქართველო
ჩვენი შეთავაზება ნამდვილად შთამბეჭდავია . თქვენ იმყოფებით გურჯაანში, კახეთის ცენტრში ნიკოლაშვილების ოჯახში.
ჩვენი აივნიდან თქვენს თვალწინ გადაიშლება კავკასიონის მთების და ალაზნის ველის უმშვენიერესი ხედი.
აქ თქვენ შეიგრძნობთ ჩვენი ბუნების სილამაზის სრულ სიამოვნებას. აგრეთვე მოინახულებთ ჩვენს ვენახებს და სეზონის მიხედვით შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ რთველში .
ჩვენ გთავაზობთ ღირშესანიშნაობების მონახულებას კახეთში, კომფორტული და კონდენციონერიანი ავტომობილით
დაჯავშნა
ანა ნიკოლაშვილი, ტელ: 00 995 353 22 3419, მობილური : 00 995 555 68 06 93, ელ.ფოსტა: info@winecellar.ge
ღვინის ტური
ამ ტურში თქვენ მოინახულებთ ჩვენს ვენახებს, ველისციხის XVI საუკუნის ღვინის მუზეუმს, მეღვინეობა ხარების ყვარლის კლდეში ნაკვეთ 7,7 კმ-იან გვირაბს, წინანდლის ღვინის ცნობილ მარანს და ბოლოს ქინძმარაულის ღვინის ქარხანას ღვინის დეგუსტაციით.
ქალაქის ტური სიღნაღში
სიღნღი კახეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. თქვენ აქ მოინახულებთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს , ციხე გალავანს , აივნიან სახლებს (XVIII-XIX სკ.) და ბოდბის მონასტერს. დღის ბოლოს კი ჩვენთან, გურჯაანში, ბუხრის ოთახში უგემრიელესი ქართული ტრადიციული სუფრა გელოდებათ.
ისტორიული ძეგლების ტური
ამ ტურში თქვენ მოინახულებთ კახეთის სხვადასხვა უძველეს ისტორიულ ძეგლებს:გურჯაანის ყველაწმინდა (VIII-IX სკ.) ნეკრესი-VI საუკუნის მონასტერი, გრემი-XVI საუკუნის სატახტო ქალაქი კახეთში, იყალთოს სამონასტრო კომპლექსი (XI-XII სკ) და ალავერდის საკათედრო ტაძარი (VI სკ.)
მუზეუმის ტური
მოინახულებთ წინანდალის სახლ - მუზეუმს და უნიკალურ ღვინის ენოთეკას. აქ თქვენ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე გიდები მოგემსახურებიან . ტურის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ღვინის დეგუსტაციით და დაისვენოთ უმშვენიერეს ბაღში, აგრეთვე გაისეირნოთ სიყვარულის ხეივანში .