ღვინის აკვანი
ჩვენს მარანში, რომელიც 100 წელზე მეტი ხნის არის, 6 დიდი (2-3 ტონიანი) და 6 მომცრო ქვევრია. ქვევრები დიდ პაპას ჩაუყრია და ღვინოც დაუყენებია. ამ დღიდან მოყოლებული ჩვენს ოჯახში მამიდან შვილზე და შვილიდან შვილიშვილებზე გადადის ამ საქმის სიყვარული. და ისე როგორც 8000 წლის წინ, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქვევრის ღვინო ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
საკუთარ ვენახებში მოყვანილ რქაწითელს (ყურძნის ჯიში) ქვევრში ვწურავთ, 21 დღის განმავლობაში ხდება ფერმენტაცია ყურძნის კანთან და კლერტთან ერთად, რის გამოს ღვინო უფრო ტანინიანი გამოდის. ხოლო საფერავი (ყურძნის ჯიში) 5-10 დღეს დუღს. ეს უძველესი მეთოდი იმდენად სრულყოფილი იყო, რომ დღემდე არავის უცდია მისი შეცვლა.
უფრო დაწვრილებით ქართულ ღვინოზე და ქართულ ტრადიციებზე ჩვენთან სტუმრობის დროს მოგიყვებით.