დააგემოვნეთ ღვინო
„თუ გინდათ, გაიგოთ, რა არის ნამდვილი ღვინო, უნდა წახვიდეთ საქართვეოში, ღვინის სამშობლოში“. ლოკა გარგანო, იტალიელი ღვინის ნეგოციანტი.
საქართველო ამაყობს მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიით.არქეოლოგიური გათხრების შედეგად შულავერში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი, რომელზეც ყურძნის მტევნებია გამოხატული, ღვინის აქამდე ცნობილ უძველეს ჭურჭლად მიიჩნევა მსოფლიოში. ტრადიციული ქართული თიხის ჭურჭელი, იგივე ქვევრი, რომელიც დასადუღებლად და ღვინის შესანახად გამოიყენება, ძველი წელთაღრიცხვის VI-V ათასწლეულებით თარიღდება.
საქართველოშო 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშის ყურძენი იწურება. კახეთის რეგიონი განთქმულია საუკეთესო ვენახებით და რა თქმა უნდა ღვნის წარმოებით. უძველესი ტრადიციით დაყენებული საოჯახო ქვევრის ღვინოები მდიდარი და ცოცხალი კულტურაა. ასე დამზადებული ღვინო ყველანაირ გემოვნებას აკმაყოფილებს.
ჩვენი სახლის ღვინის შეძენა შესაძლებელია ადგილზე.